რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ლუის ენრიკემ “ბარსელონას” სათამაშო სისტემაში რამდენიმე ცვლილება უნდა განახორციელოს.
“ბარსელონა” დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ლუის სუარესი გადის მოედანზე და ხალხი ფიქრობს, რომ ის 5 გოლს გაიტანს. თუმცა, მას და ლუის ენრიკეს დრო სჭირდებათ. “ბარსელონას” პრობლემა დაცვაში თამაშია. სუარესი, რა თქმა უნდა, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშს დაიწყებს, მესი კი მარჯვენა თავდამსხმელის ფუნქციებს შეასრულებს. საჭიროა სათამაშო სისტემის მცირედით შეცვლა, როგორც ეს ანჩელოტიმ “რეალში” გააკეთა.” – აცხადებს კაპელო.