“ბარსელონას” ნახევარმცველი ალექს სონგი, რომელიც არენდით ლონდონის “ვესტ ჰემში” თამაშობს, მომავალი წლის ზაფხულში იჯარის დასრულების შემდეგ, ინგლისში დარჩენას აპირებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გააკეთა.
“ჩემი ოჯახი ლონდონში ბედნიერია, ასევე მეც კმაუოფილი ვარ ინგლისში თამაშით. ყოველთვის ვამბობდი, რომ “ბარსელონას” მხოლოდ პრემიერ ლიგის გულისთვის დავტოვებდი. ჩემი მომავალი ინგლისთანაა დაკავშირებული.” – აცხადებს სონგი.
შეგახსენებთ, რომ კამერუნელმა 7 წელი გაატარა ლონდონის “არსენალში”, 2012 წელს მან “ბარსელონას” მიაშურა. სონგმა კატალონიურ კლუბში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო, რის გამოც არენდით “ვესტ ჰემში” გადავიდა.