“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ეიდურ გუდიონსენი მიიჩნევს, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერების” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეცდომა დაუშვა იმაში, რომ ლუის სუარესი მადრიდის “რეალთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა.
“ვფიქრობ, სუარესმა სცადა, თუმცა მოედანზე ვიხილეთ ფეხბურთელი, რომელსაც არ უთამაშია რამდენიმე თვე. მან ნეიმარს საგოლე გადაცემა გაუკეთა. გარდა ამისა, ლუისმა ძალიან კარგი შანსი მისცა ლიონელ მესის “რეალის” კარის აღებისა. მაგრამ სიტყვა “თუს” დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ მესი გაიტანდა, განსხვავებულ თამაშს ვიხილავდით. რაც მოხდა, მოხდა, მწვრთნელის გადაწყვეტილება კი სუარესის თაობაზე, ალბათ, არასწორი იყო.” – განაცხადა გუდინსენმა.