workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონების სირთულეები

ჩემპიონების სირთულეები

თუ გადავხედავთ ”ბარსელონას” ცხრილს და მისი ”კოლეგებისას” მივხვდებით, რომ ისინი ამ სეზონში ჩემპიონატებს ვერ ლიდერობენ. გამონაკლისია ”ჩელსი”. კარლო ანჩელოტის გუნდი 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, ”მანჩესტერ სიტის”. მათ 7 ტურში 23 გოლი გაიტანეს.

”ლაციო” სერია ა-ს ლიდერია
რომაულმა გუნდმა სეზონი დაიწყო სუპერთასზე ”ინტერზე” გამარჯვებით და აგრძელებს წინსვლას. ”ლაციომ” შესაძლო 18 ქულიდან 13 აიღო და რაფა ბენიტესის გუნდს 2 ქულით უსწრებს. გუნდმა, რომელმაც შარშან ტრიპლეტი მოიგო გაიმარჯვა 3 მატჩში, 2-ჯერ ფრე ითამაშა და ერთხელ წააგო. ამჟამად მათ ანგარიშზე 8 გოლია, აქედან 5 ”ბარსელონას” ყოფილი ფორვარდის, სამუელ ეტო’ოს ანგარიშზეა.

”ბავარია” მე-12 ადგილზეა
წინა სეზონში ”ბავარიამ” მოიგო ბუნდესლიგა და გერმანისს თასი. ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ამ სეზონში ლუი ვან გაალის გუნდი ცუდ სიტუაციაშია. რობენისა და რიბერის გარეშე მოთამაშე ”ბავარიამ” 21 ქულიდან მხოლოდ 8-ის აღება შეძლო და 7 ტურში 5 გოლი გაიტანა. ”მაინც 05”, რომელიც ბუნდესლიგაში შარშან დაბრუნდა ლიდერობს ჩემპიონატს. მათ ანგარიშზე 7 თამაშში 7 მოგებაა.

”მარსელი” 6 ქულით ჩამორჩება ”რენს”
17 წლის განმავლობაში არ ჰქონდა ”მარსელს” საფრანგეთის ჩემპიონატი მოგებული. შარშან დეშამის გუნდმა ”ლიონი” მეორე წელი დატოვა ჩემპიონობის გარეშე (შარშანწინ საფრანგეთის ჩემპიონატი ”ბორდომ” მოიგო). ახალი სეზონი ”მარსელისთვის” არასტაბილურად დაიწყო. მათ 2 მატჩი წააგეს, 3 ფრედ ითამაშეს. ისინი მე-8 ადგილზე არიან და ლიდერ ”რენს” 6 ქულით ჩამორჩებიან. 8 თამაშში ”მარსელმა” 14 გოლი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward