“ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანდრეს ინიესტამ, მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ელ კლასიკო” ყოველთვის რთული თამაშია, რომელიც ორთაბრძოლების სიმრავლით გამოირჩევა. “რეალის” დასამარცხებლად საჭიროა, რომ თამაშის ყველა ასპექტში უკეთესი იყო. მეტოქე მოედნის ყველა მონაკვეთში უნდა დაჯაბნო. ეს ერთ-ერთი რიგითი თამაში არაა. “კლასიკო” უბრალო თმაში არასდროსაა.
კალენდარი ისეთია, როგორიც შეადგინეს. იყო შემთხვევები, როცა დასვენებისთვის “ბარსელონას” უფრო ცოტა დრო ჰქონდა. ამ სიტუაციასთან ადაპტირება უნდა მოახდინო.
“კლასიკო” ყოველთვის არაპროგნოზირებადია. წინ რთული ბრძოლა გველის. “რეალი” ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის მოედანზე თამაში ადვილი არაა.
მოგებისთვის უნდა ვითამაშოთ. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ “ბარსელონა” ლიდერობას ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს. ჩვენი მიზანი კარგად თამაში და მოგებაა.
ლუის სუარესი არაკომფორტულ სიტუაციაშია. უთამაშებლობა ფეხბურთელისთვის ყველაზე ცუდი რამაა. იმედი გვაქვს, რომ ლუისი ისე ითამაშებს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა.” – განაცხადა ანდრეს ინიესტამ.