“ბარსა ბ”-ს ახალგაზრდა შუახაზელი, სერხი სამპერი ესპანეთის მე-2 დივიზიონის საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაზეა წარდგენილი.
19 წლის ფეხბურთელმა, ლიგა ადელანტეს 2013-14 წლების სეზონის გათამაშებაში, 42-დან მონაწილეობა 40 მატჩში მიიღო.
სამპერის კონკურენტები ხუან დომინგესი (“დეპორტივო”) და პიტა (“ლუგო”) არიან.