თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს და ესპანეთისგან გამოიყოფა, მაშინ “ბარსელონა” და “ესპანიოლი” პრიმერაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამაზე განცხადება ესპანური პროფესიული საფეხბურთო ლიგის (LFP) პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა გააკეთა.
“კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, “ბარსელონა” და “ესპანიოლი” ჩვენს ჩემპიონატში აღარ ითამაშებენ და აი რატომ: სპორტზე მიღებული კანონი გულისხმობს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ერთ ქვეყანას შეუძლია. ეს ანდორაა. იმისათვის, რათა ამ კლუბებმა პრიმერაში ითამაშონ, საჭიროა ქვეყნის პარლამენტის თანხმობა. უცნობია, მიიღებენ თუ არა ამას.” – განაცხადა ტებასმა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიაში, 9 ნოემბერს, გაიმართება რეფერენდუმი დამოუკიდებლობაზე.