ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა, გამოაცხადა 29 ფეხბურთელის სახელი, რომლებიც საუდის არაბეთთან და ომანთან გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის გუნდის გაფართოებულ განაცხადში მოხვდნენ.
ურუგვაული ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური საიტის ცნობით, აღნიშნული შეხვედრები შესაბამისად 10 და 13 ოქტომბერს გაიმართება. განაცხადში იმყოფება “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი, რომლის დისკვალიფიკაცია ამხანაგურ შეხვედრებზე არ ვრცელდება.
ურუგვაის ნაკრების გაფართოებული განაცხადი საუდის არაბეთთან და ომანთან მატჩებისთვის ასე გამოიყურება: მუსლერა, მ. სილვა, მუნიოსი, კამპანია, მ. პერეირა, აგირეგარაი, ა. სილვა, ხიმენესი, ველასკესიე, გოდინი, გ. სილვა, კასერესი, ა. პერეირა, რიოს არევალო, გარგანო, არისმენდი, კორუხო, მაიადა, რამირესი, ლოდეირო, დე არასკაეტე, ხორხე როდრიგესი, როლანი, ჯონათან როდრიგესი, კრისტიან როდრიგესი, სტუანი, კავანი, სუარესი, ერნანდესი.