იტალიის “ინტერის” ახალგაზრდა ფორვარდი მარიო ბალოტელი ახლოსაა კატალონიურ გიგანტ “ბარსელონაში” გადასვლასთან, იტყობინება Tuttosport. მოგეხსენებათ “სუპერ მარიოს” ცუდი ხასიათის წყალობით კლუბში ბევრი პრობლება აქვს, ამიტომაც იგი გუნდის გამოცვლას აპირებს და მისი აგენტი მინო რაიოლაც საუკეთესო კლუბს ეძებს თავისი კლიენტისთვის. მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კი რამდენჯერმე უკვე განაცხადა, რომ მარიო არ აპირებს კლუბის დატოვებას. Tuttosport–ი კი იტყობინება, რომ “ბლაუგრანას” მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ძალიან მოსწონს ბალოტელი და მასში ანრის შემცვლელს ხედავს, რომელიც კლუბს ზაფხულში დატოვებს.
წყარო: soccernews.com