“ბარსელონასა” და “ლეონის” დირექტორებმა კვირას, ტრადიციული შეხვედრა გამართეს გამპერის თასის მატჩისთვის. ამ შემთხვევაში, სპეციალური სტუმარი რაფა მარკესი იყო, ორივე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მატჩში. ის Barça TV-სა და fcbarcelona.cat-ს გაესაუბრა: “ჩემი პროფესიული და პირადი ცხოვრების საუკეთესო დრო “ბარსაში” გავატარე.”
მარკესმა დაადასტურა, რომ ორშაბათს, ერთი სრული ტაიმის თამაშს შეძლებს. მან მისი ამჟამინდელი კლუბიდან, “ვერონადან” გამპერის მატჩში მონაწილეობის ნებართვა მიიღო. რაფა იტალიურ კლუბს რამდენიმე კვირის წინ, “ლეონიდან” შეუერთდა. მარკესი ბრაზილიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრებს კაპიტნობდა.
მექსიკელმა თქვა, რომ ლუის ენრიკეს “მაღალი დონის ფეხბურთელების კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს. ენრიკეს წარმატების მიღწევის უნარი აქვს.”
“ლუის საურესი ამ მომენტში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ის “ბარსელონას” შეტევას გააძლიერებს.” – განაცხადა მარკესმა.
“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ თბილად შეხვდა რაფა მარკესს. ფეხბურთელმა “კამპ ნოუზე” 7 სეზონი გაატარა, მოიგო 4 ლა ლიგისა და 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული.