არგენტინის ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად “ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი ხერარდო მარტინო დასახლედა. აქამდე ნაკრებს ალეხანდრო საბელია ხელმძღვანელობდა, რომელმაც გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში ათამაშა. მარტინომ, რომელმაც პარაგვაი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე 1/4-ფინალში გაიყვანა, კიდევ ერთხელ გაწვრთნის “ბარსელონას” ფეხბურთელებს, ლეო მესისა და ხავიერ მასკერანოს.
დებიუტი გერმანიის წინააღმდეგ
მარტინოს პირველი მატჩი მეტად საპასუხისმგებლოა. ის 3 სექტემბერს, ამხანაგურ მატჩში, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთანაც არგენტინა გასული მუნდიალის ფინალში დამარცხდა.