“ფიორენტინას” ნახევარმცველი ხუან კუადრადო კარიერის გაგრძელებას “ბარსელონაში” აპირებს. Sport.es-ის ინფორმაციის თანახმად, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა უკვე აცნობა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას, რომ კონკრეტულ წინადადებას ელოდება. ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ტრანსფერი უახლოეს დღეებში შედგება.
აღსანიშნავია, რომ კუადრადოს ტრანსფერისთვის “ფიორენტინას” დადგენილი დრო აქვს 20 აგვისტომდე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნახევარმცველმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის პირობები “მანჩესტერ იუნაიტედთან”, რომელიც მასში 40 მილიონ ევროს იხდის ბონუსებთან ერთად, ხოლო “იისფერები” 50 მილიონ ევროს ითხოვენ.