ესპანეთის ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ დაასახელა იმ 20 ფეხბურთელის გვარი, რომლებიც ითამაშებენ ლიტვისა და შოტლანდიის წინააღმდეგ. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ 20 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა ”ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი. ვისენტე დელ ბოსკემ მას დასვენების საშუალება მისცა. ასევე, ნაკრებში გამოძახებული არ არიან მსოფლიოს ჩემპიონები სესკ ფაბრეგასი და რაულ ალბიოლი. ორივე მათგანი ამჟამად ტრავმირებულია. 20 კაციანი სია ასე გამოიყურება.
მეკარეები: კასილიასი, ვალდესი, რეინა.
მცველები: რამოსი, არბელოა, პუიოლი, პიკე, მარჩენა, კაპდევილია, მონრეალი.
ნახევარმცველები: ხაბი ალონსო, ბუსკეტსი, ინიესტა, კასორლა, სილვა.
თავდამსხმელები: პედრო, ხესუს ნავასი, ვილია, ტორესი, ლორენტე.