workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი ვერმაელენს ხელს არ შეუშლის

ვენგერი ვერმაელენს ხელს არ შეუშლის

ტომას ვერმაელენით დაინტერესებულია “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი”. ამ ჭორებზე საუბრისას არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა “არსენალი” დატოვოს.

“ამჟამად ის აქ არის. დიახ, შესაძლებელია ვერმაელენი წავიდეს და თუ ეს მოხდება, მისი შემცვლელი უნდა ვიპოვოთ, რადგან ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია”, განაცხადა ვენგერმა ემირატების თასამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

“არსენალის” მწვრთნელს ვერმაელენის დარჩენა ურჩევნია, მაგრამ ის პატივს სცემს ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილებას. “მგონია, რომ დარჩება, თუმცა, რა თქმა უნდა, გასულ სეზონში მან საკმარისად ვერ ითამაშა. ჩემთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ წინა წელს ვერ ვათამაშე  სასურველ მატჩებში. ასე რომ ვნახავ, რა მოხდება.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward