ესპანეთის ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონის პირველ ტურში, რომელიც 23-24 აგვისტოს გაიმართება, “ბარსელონა” “ელჩეს” უმასპინძლებს. ბოლო ტურში კატალონიელები “დეპორტივოს” შეხვდებიან.
პირველი “ელ კლასიკო” 25/16 ოქტომბერს, მადრიდში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 21/22 მარტს, ბარსელონაში.
ჩემპიონატის პირველ მატჩში ერთმანეთს “სევილია” და “ვალენსია” დაუპირისპირდებიან.
სხვა წყვილები ასეთია: ლევანტე-ვილიარეალი, მალაგა-ბილბაო, რაიო-ატლეტიკო, სელტა-ხეტაფე, ალმერია-სოსიედადი, ეიბარი-სოსიედადი, გრანადა-დეპორტივო, რეალი-კორდობა.