ხუთშაბათს, ჟერარ დეულოფეუმ თავისი პირველი პრესკონფერენცია გამართა, მას შემდეგ რაც “ბარსელონას” პირველი გუნდის წევრი გახდა. მან განაცხადა, რომ “სახლში დაბრუნება ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. მე ბევრი რამ ვისწავლე “ევერტონში” და ახლა, ბევრი უნდა ვიმუშავო, რომ მივაღწიო ამ სეზონის დასახულ მიზნებს.”
ახალგაზრდა დარწმუნებულია, რომ შეუძლია ადგილის დამკვიდრება პირველი გუნდის 11-ეულში: “თუ მე ეს არ შემეძლებოდა, აქ არ ვიქნებოდი. ვიცი, რომ “ბარსაში” საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში და დიდი იმედი მაქვს, რომ შემადგენლობაში ადგილს მოვიპოვებ.”
მისი პარტნიორები, ნეიმარი და ლუის სუარესი, სეზონის დასაწყისში თამაშს ვერ შეძლებენ. მან განაცხადა: “თუ მე არ ვიმუშავებ საკმარისად, მაშინ ჩემს მაგივრად სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ. მესი, ნეიმარი და სუარესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ გვყვავს საუკეთესო შეტევის ხაზი მსოფლიოში. მათგან ბევრს ვისწავლი.”
ჟერარ დეულოფეუ “ბარსაში” პრემიერ-ლიგის კლუბში, “ევერტონში” გატარებული ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ “ამ კლუბში მე ბევრი ვისწავლე, მაგრამ დამრჩა შეგრძნება, რომ მოედანზე მეტი წუთების გატარება შემეძლო… მაგრამ ეს იყო კარგი გამოცდილება. გავხდი უკეთესი ფიზიკური და დაცვითი მოქმედებების კუთხით, თუმცა შუა სეზონში მოღებულმა ტრავმამ გავლენა იქონია.”
“ბარსაში” ის ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომელთანაც ერთად უკვე მუშაობდა “ბარსა ბ”-ში. “ის არის მამაცი მწვრთნელი ხასიათით, რომელმაც იცის რა სურს. ის პირველ გუნდში უბრალოდ არავის მისცემს დროს. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ ამისთვის.”