პირველი გუნდის ფეხბურთელები, ორშაბათს, 14 ივლისს საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდებიან. ამ დღეს რამდენიმე სამედიცინო შემოწმებაა დაგეგმილი.
ორშაბათისვის ლუის ენრიკემ 22 ფეხბურთელს უხმო, აქედან 10 პირველი გუნდის, ხოლო 12 “ბარსა ბს” მოთამაშეა. ტერ შტეგენი, მასიპი, მონტოია, ბარტრა, ადრიანო, სერხი რობერტო, რაფინია, დეულოფეუ, აფელაი და ტელიო – პირველი გუნდის ფეხბურთელები. პატრიკი, ბანიაკი, დიანიე, გრიმალდო, სამპერი, ალილოვიჩი, მუნირი, სანდრო, დანი ნიეტო, რომანი, დონგუ და ადამა – “ბარსა ბდან”.
ეს ლუის ენრიკესთვის პირველი სამუშაო დღე იქნება. ამასთანავე, აღნიშნული დღე პირველი იქნება ტერ შტეგენის, მასპის, რაფინიასა და დეულოფეუსთვისაც.
ორშაბათს, ადგილობრივი დროით 9:00 საათზე გუნდი “სიუტატ ესპორტივაზე” სამედიცინო შემოწამებას გაივლის. სამშაბათიდან პარასკევამდე კი გუნდი დღეში ორ სავარჯიშო სესიას გამართავს (ხუთშაბათის გარდა, ამ დღეს გუნდი ერთხელ ივარჯიშებს). ვარჯიში კი ადგილობრივი დროით 9:30სა და 6:30 საათებზე “სიუტატ ესპორტივაზე” გაიმართება.
ფეხბურთელები, რომელებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობდნენ გუნდს 24 ივლისის შემდეგ შეუერთდებიან. ესპანელები (პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა და პედრო), კამერუნელი სონგი და ხორვატი რაკიტიჩი სწორედ 24 ივლისს დაბრუნდებიან, 28 ივლისს გუნდს კლაუდიო ბრავო შეუერთდება (ჩილე).