workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და მასკერანო ფინალში ითამაშებენ

მესი და მასკერანო ფინალში ითამაშებენ

ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. “ალბისელესტემ” ნახევარფინალში ჰოლანდია დაამარცხა და გერმანიასთან გადამწყვეტ მატჩში დაპირისპირების უფლება მოიპოვა.

თამაშის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა. არგენტინამ თერთმეტმეტრიანებში იმარჯვა, ხოლო სამხრეთ ამერიკელთაგან ზუსტი დარტყმა პირველად მესიმ შეასრულა.

რაც შეეხება ხავიერ მასკერანოს, ის თამაშში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ საუკეთესო არა. სწორედ მას უნდა უმადლოდნენ არგენტინელები, რომ მათმა გუნდმა თამაში ძირითად დროში არ წააგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward