workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტაბარესი: “ბარსელონა” სუარესით ჯერ კიდევ ნოემბერში ინტერესდებოდა”

ტაბარესი: “ბარსელონა” სუარესით ჯერ კიდევ ნოემბერში ინტერესდებოდა”

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი აცხადებს, რომ “ლივერპულმა” და “ბარსელონამ” შეთანხმებას ჯერ კიდევ ნოემბერში მიაღწიეს.

“გასული წლის ნოემბერში, ირლანდიასთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ლუისმა “ბარსელონას” ინტერესის შესახებ მითხრა. იმ დროს, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის მოლაპარაკებები ძალიან კარგად წარიმართა – კლუბებმა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

სუარესის საოცარი სეზონის შემდეგ, რა თქმა უნდა, “ლივერპულს” მისი გაყიდვა არ სურდა და ბუნებრივია, ინგლისურმა კლუბმა ყველანაირი შეთანხმება უარყო. ლუისმა, ამის შესახებ ინგლისთან გამარჯვების შემდეგ შეიტყო და ძალიან შეწუხდა. ის სხვა ადამიანი გახდა. ვეღარ ვარჯიშობდა თანაგუნდელებთან ერთად და ინდივიდუალურად მუშაობდა.” – აცხადებს ტაბარესი.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმება ამ კლუბებს შორის, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დადასტურებულა. “ლივერპული” სუარესის კონტრაქტში მითითებულ გამოსასყიდ თანხას ითხოვს, რომელიც 75 მილიონ ფუნტს შეადგენს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward