workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიზე დოკუმენტური ფილმის პრემიერა რიო დე ჟანეიროში შედგა

მესიზე დოკუმენტური ფილმის პრემიერა რიო დე ჟანეიროში შედგა

ალექს დე ლა იგლესიას დოკუმენტურის ფილმის, სახელწოდებით “მესი”, პრემიერა დღეს, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გაიმართა.

დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია ლიონელ მესის ცხოვრებასა და წარმატებებზე ბავშვობიდან დღემდე. ფილმში საუბარია მესის კარიერაში ისეთ მნიშვნელოვან პიროვნებებზე, როგორებიც არიან პეპ გვარდიოლა, ხერარდ პიკე, ხოსე მანუელ პინტო, ანდრეს ინიესტა და ხავიერ მასკერანო. ასევე “ნიუელს ოლდ ბოისში” ძველ თანაგუნდელებზე.

ფილის შექმნაში მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ მიიღო. ერთ-ერთი სცენარისტი მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანოა. ის, რიო დე ჟანეიროში გამართულ პრემიერას სეზარ ლუის მენოტისთან, იოჰან კრუიფთან და ალეხანდრო საბელიასთან ერთად დაესწრო. ფილმის სხვადასხვა ქვეყანაში ფართო მასებისთვის ჩვენება სხვადასხვა დროს იგეგმება.

ლიონელ მესიზე დოკუმენტური ფილმის პარალელურად გამოიცა მასზე წიგნიც, რომელიც ჟურნალისტს და მწერალს გილემ ბალაგეს ეკუთვნის. წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე თვის წინ, ბარსელონაში შედგა, ახლა კი, მისი არგენტინაში გაყიდვა დაიწყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward