კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ხუან კუადრადო აცხადებს, რომ “ფიორენტინაში” ყველაფრით კმაყოფილია. შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 წლის ფეხბურთელით დაინტერესებულია “ბარსელონა”.
“ფიორენტინას” შემადგენლობაში ფეხბურთელი 2012 წლიდან გამოდის. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ფლორენციაში კუადრადოს გაშვებას მხოლოდ 35 მილიონ ევროდ ეთანხმებიან.
“მე ეს ადრე ვთქვი და ახლა გავიმეორებ: ჩემი ოჯახი და მე ძალიან კარგად ვართ ფლორენციაში.” – აცხადებს კოლუმბიელი ფეხბურთელი.
“ახლა, მე ფოკუსირებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატზე. მომავალზე მუნდიალის შემდეგ დავფიქრდები.” – ციტირებს კუადრადოს სიტყვებს იტალიური პრესა.