workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ტორინო“ ბოიანით ინტერესდება

„ტორინო“ ბოიანით ინტერესდება

 ესპანელმა თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა, შესაძლოა, კარიერა იტალიურ “ტორინოში” განაგრძოს, იტყობინება Sky Italia-ს ჟურნალისტი.

 შეგახსენებთ, რომ “ტორინო” მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს. აქედან გამომდინარე, კლუბი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს.

 კრკიჩზე უფლებები “ბარსელონას” ეკუთვნის, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ბოიანი ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის.

 გასული სეზონი 23 წლის თავდამსხმელმა “აიაქსში” გაატარა, მონაწილეობა მიიღო 32 მატჩში, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 6 შედეგიანი გადაცემა.

 მანამდე, ესპანელი არენდის წესებით გამოდიოდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა “მილანი” და “რომა”.

 transfermarkt კრკიჩის ღირებულება 6.16 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward