“მანჩესტერ სიტის” კაპიტანი ვენსან კომპანი აცხადებს, რომ რამდენჯერმე კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა ჰქონდა.
“რამდენჯერმე “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვიყავი, მქონდა კონტაქტები, მაგრამ ბოლო დროს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ოფიციალურად მსგავსი არაფერი მომხდარა.
მე მაქვს კონტრაქტი “მანჩესტერ სიტისთან” და მომწონს ბევრი რამ, მოვიგეთ პრემიერ-ლიგა. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული და მიმზიდველი პროექტი. კლუბიდან წასვლა ჩემს გეგმებში არ შედის.” – აცხადებს ვენსან კომპანი.