workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
“ატლეტიკი” – “ბარსელონა” გვარდიოლა მატჩის შემდეგ

“ატლეტიკი” – “ბარსელონა” გვარდიოლა მატჩის შემდეგ

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ “ბარსელონამ” სატურნირო ცხრილში მე–2 პოზიციაზე გადაინაცვლა. ამ ფაქტით მოხარული იყო გუნდის თავკაცი პეპ გვარდიოლა, რომელმაც ეს სიხარული მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე გამოხატა.

“სან – მამესზე” ნებისმიერი გუნდისათვის რთულია თამაში, მაგრამ ეს რთული გამოცდა ჩვენ ძალიან კარგად ჩავაბარეთ. გუნდმა საოცრად ითამაშა, რაც ძალიან მახარებს. ამ გამარჯვების შემდეგ მე–2 პოზიციაზე გადავინაცვლეთ. ახლა მხოლოდ და მხოლოდ “ვალენსია” გვასწრებს, პირველობისაკენ სწრაფვა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ჩვენს სათამაშო სტილს კვლავ არ ვუღალატეთ და კვლავ შეტევითი პოტენციალით ვითამაშეთ, რამაც შედეგი გამოიღო, 3 ძალიან კარგი ბურთი გავიტანეთ. რაც შეეხება რეალის თამაშს ჩვენ ვერ მოვასწარით ამ მატჩის ბოლომდე ყურება, ბუნებრივია ჩვენ ჩვენი მატჩისათვის ვემზადებოდით, მაგრამ როდესაც გავიგეთ, რომ მადრიდის რეალმა ქულები დაკარგა,  დამატებითი სტიმული შეგვემატა. მაგრამ ჩვენ ჩვენი მეტოქის ანგარიში დიდად არ გვაღელვებს, მთვარია ჩვენ ჩვენი თამაში ვითამაშოთ თითოეულ მატჩში, ეს ნამდვილად წარმატების საწინდარი იქნება”.

ვარჯიში ორშაბათს განახლდება, “სიუდად დეპორტივოზე” ადგილობრივი დროით 9:30 წუთზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward