“ბარსელონას” ივან რაკიტიჩის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ ხორვატი ნახევარმცველი აღიარებს, რომ ის კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს.
“ბარსელონა”? ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ოცნება ახდა.” – აცხადებს “სევილიას” ნახევარმცველი.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” “სევილიას” 20 მილიონ ევროს გადაუხდის და “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელს, დენის სუარესს ერთი წლით ანდალუსიურ გუნდში გაუშვებს.