ყოველი ჩვენგანი ძალიან დიდი ინტერესით კითხულობს პეპ გვარდიოლას ანალიზსს ყოველი მატჩის შემდეგ. “ერკულესთან” მარცხის შემდეგ, იგი გამოვიდა და შეაქო მეტოქე. ამასთანავე დაამატა, რომ ამ გუნდის ყველას უნდა სჯეროდეს. ” ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ამ ფეხბურთელებმა ათიდან რვა ტიტული მოიგეს?! მათი ყველას უნდა სჯეროდეს!” – ამ სიტყვებით პეპ გვარდიოლამ ყველას გამოუკეთა ხასიათი. შემდეგ “პანათინაიკოსი” გაანადგურა და ყველაფერი ძველ რიტმს დაუბრუნა…
მოდით თემას ჩავუღრმავდეთ. წაიკითხეთ “მისტერის” ნებისმიერი კომენტარი და მიხვდებით, რომ იგი ჩვეულებრივი ადამიანია. ის არ არის “განსაკუთრებული”!
მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც “ბარსელონამ” 2006 წელს ლონდონის “ჩელსი” გამოთიშა ჩემპიონთა ლიგას. ამ დროს “განსაკუთრებული” გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. ” ყველაფერი დავინახე. ფრენკ რაიკაარდი შედიოდა მსაჯების გასახდელში.გამოვარდნა არ გამკვირვებია, რადგან ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო”– განაცხადა ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდგომ კომენტარში. სასაცილოა არა?! განა ასეთ რამეს მოისმენთ თქვენ პეპ გვარდიოლასგან?
ზემოთ მოგახსენეთ კატალონიელის სიტყვები “ერკულესთან” მატჩის შემდეგ. პეპი გუნდის წარმატებას ფეხბურთელებს მიაწერს, ხოლო პორტუგალიელის სიტყვები “რეალის” ფანების საამაყო თემა გახდა. ” ნუ მომმართავთ უხეშად, ძალიან გთხოვთ. სანამ აქ ჩამოვედი, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და დღეიდან “განსაკუთრებული” დამიძახეთ!”– ასეთი იყო მოურინიოს კომენტარი 2004 წელს, როდესაც მან “ჩელსი” ჩაიბარა.
ეს ორი მწვთნელი მსოფლიო ფეხბურთის ორ დიდ კლუბს, “ბარსელონას” და “რეალს” წვრთნის.მათი ფილოსოფია განსხვავდება და არასწორია მათი შედარება. ზოგს ტიტულების ყურება უყვარს, ზოგს ლამაზი ფეხბურთის. მაგრამ შეიძლება გვარდიოლაზე ვინმემ თქვას შედეგი არ აქვსო??? მან ხომ ორ წელში, ათი შესაძლო ტიტულიდან რვა მოიგო. მაპატიეთ, მაპატიეთ, ეს ტიტულები ფეხბურთელებმა მოიგეს.
მოურინიო ბრწყინვალე მწვრთნელია. ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ნუ გვავიწყდება, სად გაიზარდა. “გველი გაგვიზრდია უბეში!!!”
გვარდიოლას “ბარსელონას” დნმ აქვს. მან ძალიან კარგად იცის, რომ “ბარსა მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი”.
ჩემზე, რომ იყოს არჩევანი, ნამდვილად არ ავირჩევდი საყვარელი გუნდის მწვრთნელად ჟოზეს. მადლობა ღმერთს , რომ პეპ გვარდიოლა არ არის “განსაკუთრებული!!!