workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშის ვარიანტს განიხილავს

“ბარსელონა” საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშის ვარიანტს განიხილავს

იმ შემთხვევისთვის, თუ კატალონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, “ბარსელონა” საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშის ვარიანტს განიხილავს. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონამ” ფრანგული ფეხბურთის მმართველ ორგანოებს უკვე მიმართა იმის გასარკვევად, შესაძლებელი იქნება თუ არა, კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, გუნდმა ლიგა ერთში ითამაშოს.

როგორც იცით, კატალონიაში, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი შემოდგომაზე ტარდება. არსებობს იმის შანსი, რომ კატალონიამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს.

ივარაურება, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაშიც, “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” ესპანეთის ჩემპიონატში დარჩენის უფლება მიეცემათ, მაგრამ “ბარსა” ალტერნატიულ ვარიანტებს მაინც განიხილავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward