გვარდიოლამ კარგად იცის რა ელის მის გუნდს ”სან მამესზე”: რთული გამოცდის ჩაბარება. ”ბარსელონას” მწვრთნელი აფრთხილებს თავის ფეხბურთელებს: ”ბასკური კლუბის ხმაურიან გულშემატკივრებთან ხუმრობა და მოდუნება არ შეიძლება”.
წინა სეზონში ”ბარსამ” ”სან მამესიდან” ერთი ქულა წამოიღო (1:1). ”თუ ისინი თავს მოგვახვევენ თავიანთ თამაშს ჩვენ გაგვტეხავენ. ისინი ძლიერები არიან. მნიშვნელობა არა აქვს რამდენი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს შემადგენლობაში” – აფრთხილებს ფეხბურთელებს გვარდიოლა.
მათ შეუძიათ თამაშის შემობრუნება
”მათ იციან როგორ ითამაშონ იმ შემთხვევაში როცა აგებენ”. პეპმა იგულისხმა წინა ტურის მატჩი, როცა ბასკები ”სპორტინგთან” ორ ბურთს აგებდნენ და სობოლოოდ 2:2 ითამაშეს.
კარგი ფორმა
ოთხშაბათს ”ბარსას” რთული თამაში ჰქონდა. პეპი აგრძელებს საუბარს: ”თუ დაცვაში კარგად გეთამაშებიან შენ შეტევას უნდა მოუმატო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ”პანათინაიკოსთან” და ”ატლეტიკოსთან” გუნდმა კარგად ითამაშა და დაგვანახა, რომ კარგ ფორმაშია”.
შექება ”ატლეტიკს”
”ატლეტიკს” არ აქვს ფინანსური საშუალებები, რომ სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურონ. ისინი ჩვენთვის სამაგალითონი არიან. მეორე გუნდიდან მათ სამი ფეხბურთელი დაიმატეს და მათ თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს” – თქვა პეპმა.
მესი
პეპს ასევე მესის ჯანმრთელობაზე დაეკითხნენ. ”ჩვენი გათვლით ლეო შეძლებს ითამაშოს ამხანაგურ მატჩში, სადაც არგენტინა იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება ტოკიოში.