workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონამ“ ფასიოსადმი ინტერესი განაახლა

„ბარსელონამ“ ფასიოსადმი ინტერესი განაახლა

“ბარსელონა” ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს. როგორც გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, “სევილიას” მცველი ფედერიკო ფასიო კვლავ კატალონიური კლუბის ინტერესტა სფეროში მოექცა.

წყაროს თანახმად, 27 წლის არგენტინელი მცველის შეძენის ინიციატორი “ლურჯ-ბროწეულისფერების” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტაა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში ფედერიკო ფასიომ “სევილიასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა, მისი გამოსყიდვის ოფცია კი 40 მილიონიდან 10 მილიონ ევრომდე შემცირდა.

აქვე გეტყვით, რომ “ბარსელონას” სირთულეები შეექმნა მარკინიოსისა (პსჟ) და ჟერემი მატიეს (“ვალენსია”) ტრანსფერებზე მოლაპარაკებებში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward