“პარის სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა მცველმა, მარკინიოსმა აღიარა, რომ მას ახარებს “ბარსელონას” ინტერესი, მაგრამ თავის მომავალზე კონკრეტულად არაფერს ამბობს. 20 წლის ფეხბურთელის თქმით, თავის მომავალს ის პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილავს.
“მე მაქვს კონტრაქტი, რომელიც გათვალისწინებულია 2018 წლის ივნისის ბოლომდე. მე ვისაუბრებ კლუბთან და ჩემს აგენტთან ერთად საკუთარ მომავალზე. “ბარსელონას” ინტერესი? თუ ეს ასეა, მაშინ მე ამით მოხარული ვარ. ამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა სასიამოვნოა, რადგან “ბარსელონა” არის კლუბი, რომელმაც მსოფლიოში ყველა ტურნირი მოიგო. ამ თემაზე სათქმელი მეტი არაფერი მაქვს.” – აცხადებს მარკინიოსი.
კიდევ ერთი ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი, რომლისთვისაც კატალონიური გრანდი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ის “პარის სენ ჟერმენში” გადავიდა. მარკინიოსმა, ასევე, ისაუბრა თავისი თანამემამულის ტრანსფერზეც: “ის შესანიშნავი ადამიანი და დიდებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მან სწორი არჩევანი გააკეთა პსჟ-ს სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ისეთი ფეხბურთელის მოსვლა, როგორიც ლუსია, ჩემს მდგომარეობას გაართულებს, მაგრამ მე ბედნიერი ვარ და უფრო მეტს ვიმუშავებ.”