workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხვიჩა კვარაცხელიას ბარსელონასთან თამაში საეჭვოა

ხვიჩა კვარაცხელიას ბარსელონასთან თამაში საეჭვოა

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” პრინციპული მეტოქის “პარი სენ-ჟერმენის” ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას კატალონიურ გუნდთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

RMC Sport-ის ინფორმაციით, კვარაცხელიამ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. მიუხედავად ამისა, 24 წლის შემტევი, შესაძლოა, განაცხადში მოხვდეს, მაგრამ პარიზელები გარსიკვას არ აპირებენ.

იგივე წყარო იტყობინება, რომ “ბარსასთან” დაპირისპირებისთვის მზად არიან ფაბიან რუისი, ჟოაუ ნევეში და ვიტინია.

ცნობილია, რომ პსჟ-ს “ბლაუგრანასთან” მატჩში უსმან დემბელე და მარკინიოსი არ ეყოლება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 30 სექ 2025, 19:52
    #6

    რა თქმა უნდა დაისვენოს, მოიშუშოს ტრამვა. წინ სანაკრებო თამაშებია. ლიგა მოიგო დს საკმარისია, ეხლა იამალს დაუთმოს.

  • Mariami Kh
    schedule 30 სექ 2025, 09:34
    #5

    ციტატა: Rick Sanchez
    იმედია დემბელეც არ იქნება

    დემბელე, დუე და მარკინიოსი არ იქნებიან. განაცხადში იქნებიან ვიტინია, ნევეში და ფაბიან რუისი 😵‍💫

  • Rick Sanchez
    schedule 30 სექ 2025, 08:45
    #4

    იმედია დემბელეც არ იქნება

  • El pistolero 9
    schedule 30 სექ 2025, 02:40
    #3

    me da barca,
    ადრე მეც ეგრე ვიყავი. უფრო სატრანსფერო პოლიტიკის და ხედვების გამო, თუმცა , რაც შეცვალეს მიდგომები და ადგილობრივი ბაზრის ათვისებას შეუდგნენ, მომიბრუნდა შედარებით გული. ხვიჩა რომ არ იქნება კარგია. ხინჯად აღარაფერი მექნება გულში.

  • me da barca
    schedule 30 სექ 2025, 00:59
    #2

    მაინცდამაინც იმ გუნდში თამაშობს, რომელსაც ვერ ვიტან. მინდა ვუქომაგო ხოლმე კვარას, სხვა გუნდებთან, მაგრამ არ გამომდის, არ მევასება ეს ძონძი გუნდი და რა ვქნა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 30 სექ 2025, 00:33
    #1

    ორი მთავარი კაცი დაუბრუნდათ ნევეში-ვიტინიას სახით. არაუშავს, ნევეში-ვიტინია ვს დე იონგი-პედრის ვნახავთ