workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო ფეხბურთელებს გამოემშვიდეობა

მარტინო ფეხბურთელებს გამოემშვიდეობა

“ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი ხერარდო მარტინო გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და მათ გამოემშვიდობა, იტყობინება Sport.es.

არგენტინელმა სპეციალისტმა უკვე განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში მუშაობას აღარ გააგრძელებს. ის ფეხბურთელებს მოკლედ და სრული ოპტიმიზმით გაესაუბრა.

“ჩემთვის, დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა. იყავით მშვიდად, რადგან თქვენ კვლავ გაიმარჯვებთ.” – განუცხადა მარტინომ ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე შეარჩია გუნდის ახალი მენტორის კანდიდატურა. ეს “სელტას” ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკეა. ენრიკე უშუალოდ გუნდთან ერთად მუშაობას 7 ივლისიდან დაიწყებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward