workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე დათანხმდა

ლუის ენრიკე დათანხმდა

სეზონის დასრულებისთანავე “ბარსელონას” ახალი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკე დაინიშნება.

Onda Cero-ს ინფორმაციით კატალონიურმა კლუბმა და 43 წლის მწვრთნელმა უკვე მიაღწიეს ძირითად შეთანხმებას.

აქამდე ლუის ენრიკეს შეხვდა “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა. შეხვედრა გრძელდებოდა 2,5 საათი, იტყობინება Antena3.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “სელტა” არ დაიწყებს ლუის ენრიკეს გადარწმუნებას გუნდიდან წასვლაზე. ამაზე თვითონ კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარი.

“ჩვენ ამ შეხვედრაზე არანაირი რეაქცია არ გვაქვს. არც ცუდი და არც კარგი.” – რიკარდო ბაროსი.

როგორც sport.es იტყობინება, ლუის ენრიკემ უკვე დაიწყო სამწვრთნელო შტაბის ჩამოყალიბება. პირველი დამხმარე, რომელიც მან შეარჩია, იქნება რობერტო მორენო. მასთან ერთად ლუის ენრიკეს უამრავი წელი აქვს ნამუშევარი. ამჟამად მორენოც “სელტაში” მუშაობს. იგი პასუხისმგებელია გუნდის ტაქტიკურ მომზადებაზე. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward