დღეს დილით, “ბარსას” ცხრამეტმა ფეხბურთელმა ვარჯიშა გამართა. ვარჯიშზე “ბარსა ატლეტიკიდან” ნოლიტო და ტიაგო იმყოფებოდნენ, სამაგიეროდ სხვადასხვა მიზეზების გამო ვარჯიში ერიკ აბიდალმა და ლეო მესიმ გააცდინეს…
ახალგაზრდა “ბარსელონელმა”, ხეფრენ სუარეზმა მედიკოსებისგან თამაშზე თანხმობა მიიღო. შეგახსენებთ, რომ მას რამდენიმე კვირის მანძილზე, ტრავმის გამო თამაშების გაცდენა უწევდა. ძირითადად დღეს გუარდიოლამ ფიზიკურ მომზადებაზე გაამახვილა ყურადღება, რადგანაც “ბარსას” ძალიან რთული სატურნირო ცხრილი აქვს.
არგენტინელი ლეო მესი კი აგრძელებს კოჭზე მკურნალობას, ხოლო ერიკ აბიდალი თავისი პირადი მიზეზების გამო კლუბში არ იმყოფება.