მიუნხენის “ბაიერნის” “ვერდერთან” (5-2) გამარჯვების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან თავისი მეგობარი ტიტო ვილანოვა გაიხსენა: “მე მინდა ჩემი ოჯახის სახელით მივუსამძიმრო ტიტოს მამას, ხოაკინს, მის დედას, მარია როსას, მეუღლეს, მონტსესა და მის შვილებს, კარლოტასა და ადრიას.”
გვარდიოლა, რომლის ასისტენტი ვილანოვა “ბარსელონაში” 5 წლის განმავლობაში იყო (ერთი წელი სარეზერვო გუნდში, ხოლო ოთხი პირველ გუნდში) ისაუბრა ხანგრძლივ ურთიერთობაზე, რომელიც მაშინ დაიწყო, როდესაც ორივე ბავშვები იყვნენ “ლა მასიაში”. “ჩვენ ძალიან ახალგაზდრდები ვიყავით, გვინდოდა მთელი მსოფლიოს დაპყრობა და ეს გავაკეთეთ. მისი დაღუპვით გამოწვეული ტკვილი ჩემი ცხოვრების დარჩენილ ნაწილში სამუდამოდ დარჩება.”
“ბაიერნის” განცხადება ვილანოვას გარდაცვლებაზე
ბევრმა კლუბმა და პიროვნებამ მსოფლიო სპორტიდან მწუხარება გამოთქვა ტიტოს გარდაცვალებაზე. ერთ-ერთი კლუბი “ბაიერნია”. გერმანულმა კლუბმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ცნობა კარლც ჰაინს რუმენიგეს მიერ: “ბაიერნმა” ტიტო ვილანოვას გარდაცვალების სიახლეები შეშფოთებით და ღრმა მწუხარებით მიიღო. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეცნო “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი “ბარსას” ვიზიტის დროს მიუნხენში გასულ წელს, ჩვენ ვიცნობდით მას როგორც დიდებულ მწვრთნელსა და საოცარ ადამიანს. ტიტო ვილანოვა განსაკუთრებით ახლოს იყო პეპ გვარდიოლასა და მის სამწვრთნელო შტაბთან.”
გერმანული გუნდის ფეხბურთელებმა შავი სამკლაურებით ითამაშეს, მატჩი კი წუთიერი დუმილით დაიწყეს.