ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

19 აგვისტოს “ბარსელონამ” 1 ოფიციალური თამაში ჩაატარა, რომელიც კატალონიელებმა მოიგეს.

1946 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი რამონ დიასი. 1969/1970 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 13 თამაში ჩაატარა. დიასმა კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი მოიგო.

2012 წელი

“ბარსელონამ” ტიტო ვილანოვას მწვრთნელობით პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა. ლა ლიგის პირველ ტურში კატალონიელებმა “სოსიედადი” 5-1 გაანადგურეს. გოლები პუიოლმა, მესიმ (2), პედრომ და ვილიამ გაიტანეს.

2014 წელი

“კამპ ნოუზე” ლუის სუარესის პრეზენტაცია შედგა.

2019 წელი

პირველი დღე ლიონელ მესის კარიერაში, როდესაც მისი გუნდი ორივე მადრიდულ გრანდს ლა ლიგაში 3 ქულით ჩამორჩებოდა.

2020 წელი

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანი დაინიშნა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • azulgerana
    19 აგვ 2021, 21:37

    2012 წელი ულამაზესი წელი იყო

  • nika 54
    19 აგვ 2021, 14:35

    2020 წელი
    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანი დაინიშნა.
    მაგარი დაწყევლილი დღეა.