საკალათბურთო ევროლიგა: საუკეთესო გუნდისა და MVP-ის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო

საკალათბურთო ევროლიგა: საუკეთესო გუნდისა და MVP-ის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო

რამდენიმე დღის წინ საკალათბურთო ევროლიგის წლის საუკეთესო ხუთეულის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო, ხმის მიცემით გაირკვევა სეზონის საუეთესო მოთამაშის (MVP) ვინაობაც.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” უკვე ნახევარფინალშია და მეტოქეს ელის, რომლის ვინაობაც კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. “ბარსელონას” გარდა ნახევარფინალში იასპარეზებენ თელავივის “მაქაბი”, მოსკოვის ცსკა და მადრიდის “რეალი”.

სანამ წილისყრის შედეგად მეტოქეების ვინაობას გავარკვევდეთ, მანამდე გულშემატკივარს საშუალება ექნება მხარი დაუჭიროს საკუთარი გუნდის კალათბურთელებს. “ბარსელონადან” საკეთესო ხუთეულში მოსახვედრად და MVP-ს ჯილდოსათვის ხუთი კალათბურთელი იბრძვის: მარსელინიო ჰუერტასი, ხუან კარლოს ნავარო, კოსტას პაპანიკოლაუ, ანტე ტომიჩი და ჯო დორსი.

კალათბურთის მოყვარულებო, მხარი დავუჭიროთ “ბარსელონას” მოთამაშეებს!!!

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი