workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონას“ 4 მთავარი სატრანსფერო სამიზნე

„ბარსელონას“ 4 მთავარი სატრანსფერო სამიზნე

მიუხედავად ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შედეგისა, რომელიც დღეს გაიმართება, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა, სერიოზულად აპირებს შემადგენლობის გაძლიერებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ “ბარსელონას” ფეხბურთელების შეძენა აუკრძალა მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს, არასრულწლოვანი ფეხბურთელების რეგისტარციაში დარღვეული წესების გამო.

თუმცა, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები, რომლებიც უახლოეს მომავალში შეხვედრას გამართავენ, იმედოვნებენ, რომ ფიფა თავის გადაწყვეტილებას შეცვლის.

Sport.es-ის ცნობით, “ბარსელონას” სატრანსფერო სიაში შედიან მიონხნგლადბახის “ბორუსიას” მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი, ბრაზილიელი მცველები, ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი დავიდ ლუისი და “პარის სენ ჟერმენის” მოთამაშე ტიაგო სილვა. კატალონიურ კლუბის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ასევე, დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელი ნახევარმცველი მარკო როისი, რომლის სანაცვლოდაც “ბარსელონა” მზადაა 35 მილიონი ევროს გადასახდელად.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward