workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარტრა, პიკე და პუიოლი ვალენსიაში გაემგზავრნენ

ბარტრა, პიკე და პუიოლი ვალენსიაში გაემგზავრნენ

ხერარდო მარტინომ გადაწყვიტა ვალენსიაში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ მატჩისთვის, გუნდის სრული შემადგენლობით გამგაზავრებულიყო. განაცხადში 24 ფეხბურთელი მოხვდა, რომელშიც არ იმყოფება მხოლოდ მძიმედ დაშავებული ვიქტორ ვალდესი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა და მიზანშეწონილი არ იქნებოდა მისი ვალენსაში გამგზავრება.

ბარტრამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

“ბარსელონას” მცველმა, მარკ ბარტრამ, რომელმაც გამოტოვა “გრანადასთან” მატჩი მუხლის ქვედა მყესის დაზიანების გამო, “სიუტატ ესპორტივოზე” თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში შეძლო. ეს იყო გუნდის ბოლო სავარჯიშო სესია ვალენსიაში გამგზავრებამდე. პუიოლმა და პიკემ გუშინ თანაგუნდელებისგან განცალკევებით ივარჯიშეს.

ოთხშაბათს დილით ტატა მარტინოს გუნდი მატჩამდე ბოლო სავარჯიშო სესიას ვალენსიაში გამართავს. სესია დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

გუნდის განაცხადი “რეალთან” მატჩისთვის: პინტო, ოიერი, მონტოია, პიკე (*), ფაბრეგასი, პუიოლი (*), ჩავი, პედრო, ინიესტა, ალექსისი, მესი, ნეიმარი, დოს სანტოსი (*), მასკერანო, ბარტრა (*), ბუსკეტსი, სონგი, ალბა, აფელაი, ტელიო, ადრიანო, ალვესი, კუენკა (*) და სერხი რობერტო.

* ეს ფეხბურთელები სრულად მზად არ არიან.

გუშინდელი სავარჯიშო სესიის სურათები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward