ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მანელ აროიომ და ხორდი კარდონერმა ფიფას სანქციებზე ისაუბრეს. კლუბის მეხუთე ვიცე-პრეზიდენტის თქმით, “ბარსელონა” და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხზე ერთად მუშაობენ: “ჩვენ ვმუშაობთ საჩივარზე, რომელიც სანქციების დროებით შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს.”
მხარდაჭერა სუბისარეტასთვის
“სუბისარეტას კლუბისაგან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს. მას წინ ბევრი სამუშაო ელის და ჩვენ გვინდა, რომ ყურადღება კლუბის სპორტულ მხარეს მივაქციოთ. ყველაფრის გაუმჯობესება შეიძლება, არ მოგვწონს ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ნორმალური ზაფხული გვსურს. გვჯერა, რომ ფეხბურთელების შეძენას შევძლებთ. ეს არის მნიშვნელოვანი აკრძალვა და ჩვენი იურიდიული გუნდი მუშაობს, რათა ამ ზაფხულში მოთამაშეების შეძენა მოვახერხოთ”- განაცხადა აროიომ.
აროიოს თქმით, კლუბის ახალგაზრდული სისტემა შეიძლება შეიცვალოს: “ჩვენ შევისწავლით ახალგაზრდულ სისტემას, რათა პროცესი გავაუმჯობესოთ. აქ თვითანალიზი ყოველთვის მიმდინარეობს. თუ რაიმე არაკანონიერ პროცესს აღმოვაჩენთ, ჩვენ გადავსინჯავთ მას. მიმდინარეობს შიდა გამოძიება.”
სამუშაო კომისია მალე შეიქმნება
ვიცე-პრეზიდენტმა “New Espai Barca-ზეც” გააკეთა კომენტარი: “ეს მოთხოვნა კლუბის წევრებისაგან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩვენი მუშაობა უნდა იყოს დეტალური. რამდენიმე კვირაში ან თვეში გამოვაცხადებთ სამუშაო კომისიას.”