„ბარსელონა“ მადრიდშია

„ბარსელონა“ მადრიდშია

“ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთელები ამ დილით მადრიდისაკენ გაემართნენ, სადაც ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩს ჩაატარებენ. თვითმფრინავი El Prat-ის აეროპორტიდან 11:00 საათზე აფრინდა და მადრიდში ერთ საათში დაეშვა.

გუნდთთან ერთად იმყოფება პრეზიდენტი ჟოსეპ მარია ბართომეუ, რომელსაც თან ახლავს ვიცე-პრეზიდენტები ხავიერ ფაუსი, კარლეს ვილარუბი, ჟორდი მესტრე და მანუელ აროიო, დირექტორები სუსანა მონიე, ტონი ფრეიქსა, ჟორდი მოიქსი, ჟორდი მონესი, პილარ გინოვარტი, ხავიერ ბორდასი, სილვიო ელიას და დიდაკ ლი, ასევე სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა.

ხერარდო მარტინომ განაცხადში 21 ფეხბურთელი შეიყვანა. მადრიდში ჩასვლის შემდეგ, “ბარსამ” პირდაპირ სასტუმროში გადაინაცვლა. ფეხბურთელებმა შუადღისით “ვისენტე კალდერონზე” სავარჯიშო სესია გამართეს.

მადრიდში ხვალ გუნდს დაახლოებით 2,600 ფანი უგულშემატკივრებს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=m4-cw-rgNdk]

სურათები.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი