workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ – „ბეტისი“. მარტინო მატჩის წინ

„ბარსელონა“ – „ბეტისი“. მარტინო მატჩის წინ

ხერარდო მარტინო ორიენტირებულია მხოლოდ “ბეტისის” წინააღმდეგ მატჩზე. ჩემპიონთა ლიგის თამაში მადრიდის “ატლეტიკოსთან” ცოტა ხნით დავიწყებულია, მინიმუმ კვირამდე. “ჩვენ მთლიანად ფოკუსირებულნი ვართ “ბეტისზე”. ახლა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რომელმაც საშუალება უნდა მოგვცეს ლა ლიგისთვის ბრძოლის გაგრძელებაში.” – აცხადებს მწვრთნელის.

მარტინო დიდ ყურადღებას არ ანიჭებს იმ ფაქტს, რომ “ბეტისი” ჩემპიონატის მთავარი აუცაიდერია. ფაქტობირვად, ეს მათ უფრო საშიშს ხდის. “ჩვენ არ შეგვიძლია “ბეტისის” სათანადოდ არ დაფასება. მათ შემადგენლობაში ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ შესანიშნავად, გულით და გამბედაობით. ისინი ბოლო წუთამდე იბრძოლებენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შევხვდებით გუნდს, რომელიც შეეცდება თავისი მდოგმარეობის გაუმჯობესებას, ჩვენთან თამაშით.”

მწვრთნელმა განაგრძო: “ბოდიშის მოხდის არანარი შესაძლო საბაბი არ არსებობს. არც ტრავმები, არც ნებისმიერი სხვა პრობლემა, არც ფეხბურთთან დაკავშირებული. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ ჩემპიონატში, მაშინ კარგ სეზონს ჩავატარებთ; თუ ვერ გავიმარჯვებთ, მაშინ ცუდი სეზონი იქნება. ჩვენ ვართ პირველები, რომლებსაც არ სურთ რაიმე საბაბის მოძებნა და ვიღებთ ისეთ სიტუაციას, როგორიც არის.” – თქვა მარტინომ.

პიკეზე საუბრისას, მარტინომ აღიარა, რომ ვერასდროს შეძლებ “ისეთი სიტუაციის გათვალისწინებას, როგორიც მენჯირს ტრავმაა”, მაგრამ, ამავე დროს, ის კმაყოფილია, რომ არსებობს რესურსი, გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელების სახით. ამ მხრივ, მან კიდევ ერთხელ გაიმეროა, რომ “მე ნამდვილად არ მომწონს ექსპერიმენტები დაცვის ცენტრში.” მარტინომ განაგრძო: “ამ ეტაპზე, ჩვენ განაცხადში შევიყვანეთ პუიოლი, მაგრამ შაბათამდე ვერ გავიგებთ, შეეძლება თუ არა თამაში.”

მარტინომ ასევე ისაუბრა ფიფას სანქციებზე. “მოდით, საშუალება მივცეთ მათ, ვისაც ამ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა აქვს. რჩება ბევრი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ და გადავწყვიტოთ. ჩვენ გვჯერა იმ ფაქტის, რაც შეიძლება არც კი მოხდეს.” – განმარტა ტატამ, 2015 წლამდე ტრანსფერების აკრძალვასთან დაკავშირებით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward