FIFA სანქციამ კინაღამ დაგვავიწყა “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფერენდუმი, რომელიც დღეს გაიმართება. “ბარსელონას” წევრებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი პასუხი კი ან არა, კითხვაზე ეთანხმებიან თუ არა “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციას (ახალ საკალათბურთო არენას, კომერციული ზონის მოწყობას და ა.შ).
შაბათს დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე ხმის მიცემის უფლება ექნება კლუბის მიერ მოწვეულ 119 000 წევრს. თუმცა არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ კლუბისთვის არაკეთილმოსურნეთა გავლენით ბერვმა ადამიანმა რეფერენდუმის კითხვაზე პასუხი არა დააფიქსიროს (ხმამაღალი მოწდოებების, კონფერეციების, ვებ გვერდებისა და სოციალური მედიის გამოყენებით). ასე რომ შაბათი დღე და არა კარგი საშუალება იქნება მათთვის, ვისაც “ბარსა” ეზიზღება, ხოლო კი მათთვის ვინც გუნდის ნამდვილი მხარდამჭერია, ვინც მის მომავალზე ზრუნავს.
აგუსტო ბენედიტო (“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი) რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეთაგანია: “ჩვენ ვამბობთ არა. აქ არ არის რაიმე კონკრეტულზე საუბარი. ჩვენ არ ვიცით საიდან აქვს “ბარსას” უნარი, რომ 400 მილიონიანი პროექტი განახორციელოს. ბიუჯეტის გაკეთება ტექნიკური დეტალების გარეშე შეუძლებლად მეჩვენება”.
რა თქმა უნდა ჩვენ “ბარსელონას” გულშემატკივრებს არანაირი წამროდგენა არ გვაქვს იმის შესახებ თუ როგორ დამთავრდება რეფერენდუმი. თუმცა ისტორია წინასწარმეტყველებს, რომ შედეგი დადებით იქნება, მაგრამ აქამდე არასოდეს ყოფილა, რომ გუნდს ამდენი დამატებითი საბუთები და ობლიგაციები დასჭირვებოდეს: ერიკ აბიდალი, პეპ გვარდიოლა, იოჰან კრუიფი, სანდრო როსელის გადადგომა, ნეიმარი, გადასახადი ფეხბურთელისთვისაც და კლუბისთვისაც და ამჟამინდელი მდომარეობა – “ლა მაისაზე” შედგენილი უმსგავსობა FIFA-ს მიერ. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც კლუბს ბოლო წლებში გააჩნდა და ახლაც გააჩნია.