ანდონი სუბისარეტას თქმით მისი ამჟამინდელი თანამდებობა (იგი კლუბის სპორტული დირექტორია) ძალიან წააგავს მის ძველ საქმიანობას და არსებულ სიტუაციას “ბარსელონას” კარებში დგომას ადარებს: “-საკმარისია გუნდმა თამაში დათმოს, რომ მთელს პასუხისმგებლობას მეკარეს დააკისრებენ. მოგების შემთხვევაში თავდამსხმელების მიმართ კომპლიმენტს არავინ არ იშურებს.”
სანდრო როსელმა და მისმა დირექტორთა საბჭომ კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ანდონი სუბისარეტა აირჩიეს და ამ გადაწყვეტილებით კლუბში 16 წლის შემდეგ დააბრუნეს “ბარსელონას” ცოცხალი ლეგენდა. «Barca TV»-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბასკმა იმაზე ისაუბრა, თუ როგორ აპირებს “ბარსას” წარმატება უფრო მრავალრიცხოვანი გახადოს.
-დირექტორის თანამდებობაზე თქვენმა მუშაობამ არსებითი ცვლილებები მოახდინა თქვენს ცხოვრებაში?
-პირველ რიგში ჩემი ცხოვრება უფრო საჯარო გახდა. კიდევ ის შეიცვალა, რომ მე ბარსელონაში გადმოვედი საცხოვრებლად ჩემს უფროს შვილთან ერთად, ჩემი მეუღლე და დანარჩენი შვილები კი ბილბაოში დარჩნენ. აი ამ კუთხით ნამდვილად შეიცვალა ჩემი ცხოვრება.
-როდესაც ეს შემოთავაზება მიიღეთ როგორი რეაგირება გქონდათ? ბედნიერებისგან ხტუნავდით თუ დიდხანს ფიქრობდით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად?
-გულმა მიკარნახა, რომ შანსი უნდა გამომეყენებინა. დაკავდე სპორტული მენეჯმენტით “ბარსელონაში”… რა არის ამაზე უკეთესი? მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უფრო რაციონალურად იწყებ ფიქრს, მე ვიცოდი, რომ ამ გუნდმა მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შესაძლებელი იყო და ისიც, რომ ის თამაშობს არაჩვეულებრივ ფეხბურთს, ასე რომ გამოწვევა მართლაც რომ სერიოზულია.
-კონკრეტულად რას მოითხოვს თქვენგან სანდრო როსელი და დირექტორთა საბჭო?
-მითხრეს, რომ საჭიროა ყველას მიექცეს ყურადღება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე თუ რა ხება მოედანზე, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ საფეხბურთო სტრუქტურას, როგორ ფუნქციონირებს ახალგაზრდული და პროფესიონალური სისტემა. ასევე მოითხოვეს, რომ მემუშავა მიმდინარე პროექტზე, არსებულის გაუმჯობესების ვარიანტებზე. მას შემდეგ, რაც რაფა ნადალმა მოიგო US Open-ი მან განაცხადა, რომაპირებდა რაღაც-რაღაცეებზე მუშაობას, ჩვენც სწორედ ასეთი პრინციპით ვმუშაობთ.
-კლუბს თქვენ შესთავაზეთ ნარსის ხულიასა და ალბერტ ვალენტინის სამსახური? თქვენ მათ იცნობთ?
-კლუბმა შესთავაზა მათ, მაგრამ მე მათ ვიცნობ. ნარსისს და მე მექიკაში ეროვნული ნაკრების 17 წლამდელებთან ერთად გვიმუშავია. ალბერტს კი იმ ხანიდან ვიცნობ, როცა ის “ფიგერენსში” და “ესპანიოლში” გამოდიოდა. მათ იციან პროფესიონალური ფეხბურთის შესახებ ყველაფერი, ალბერტს კი კლუბთან მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია. მათი კანდიდატურები მე შემომთავაზეს, რაზეც თანხმობა განვაცხადე, მათ ყველაფერი იციან “ბარსას” შესახებ.
-რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ახალ თანამდებობაზე?
-პირველ რიგში მე ძირითადი და ახალგაზრდული გუნდის “რემონტით” დავკავდი. “ბარსელონა ბ” და “ხუვენილ ა”. ზაფხულში მე მომიხდა ამ გუნდების დაკომპლექტებაზე მუშაობა. ახმჟამად კი მომავალზე მეტად “ბარსელონაში” არსებულ სიტუაციაზე გვიწევს ფიქრი.
-რა კრიტერიუმებით აფასებტ პოტენციურ ახალწვეულს?
-უპირველეს ყოვლისა ფინანსური საკითხს ექცევა ყურადღება. შემდეგ ხდება შემადგენლობის შესწავლა და ვარიანტების განხილვა. გლობალური ცვლილებეი არ არის საჭირო. მწვრთვნელებსაც არ სურთ ძალიან გუნდში ახალი ფეხბურთელის გამოჩენა. მესამე მომენტია “ბარსას” სტილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქ საჭიროა ინრივიდუალურად იქნეს შესწავლილი თითოეული ფეხბურთელი, რათა გავარკვიოთ ესადაგება თუ არა ჩვენეულ სათამაშო მანერას. ამიტომაც არის, რომ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მათ ვისაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და სტატისტად არ არის მიჯაჭვული ერთ პოზიციაზე. მათ ჩვენ უნდა მოგვაწოდონ ახალი იდეები.
-ანუ იბრაჰიმოვიჩმა ვერ მოახერხა “ბარსას” სათამაშო სტილთან ადაპტირება?
-დიახ. იგი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ მის აქ ყოფნის დროს გუნდს უწევდა უბურთოდ თამაში. უნდა შეგეძლოს პარტნიორებს ახალი ვარიანტები შესთავაზო. ეს ტაქტიკური განსწავლულობის საკითხია, არ ღირს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი, საჭიროა გუნდზე იფიქრო.
-ალბათ ყველაზე რთულია უთხრა ფეხბურთელს, რომ ის არ არის გუნდისთვის შესაფერისი.
-გაცილებით რთულია ამის თქმა დირექტორთა საბჭოსთვის, დამლაგებელისთვის თუ ნებისმიერი მუშაკისთვის. წარმატება მხოლოდ პროფესიონალურ ფეხბურთში არ მოდის. ყველაზე რთული ჩემთვის აი რა იყო: მივსულიყავი ოფისში და იქ მომუშავე პერსონალისთვის მეთქვა, რომ ისინი აღარ შედიან ჩვენს გეგმებში.
-თქვენთვის რთული იყ “იბრაჰიმოვიჩის საქმეზე” მუშაობა?
-ეს იყო ყველაზე საჯარო ნაწილი. არც ჩიგრინსკის დაკარგვის საქმე იყო ადვილი. იქაც ჩახლართული სიტუაცია იყო, როგორც იბრაჰიმოვიჩთან, მაგრამ ჩვენ მისი გადაჭრა პროფესიონალურად მოვახერხეთ.
-თქვენ პეპის მეგობარი ხართ. გულწრფელად თქვით არ გეწყინათ, როცა იბრაჰიმოვიჩმა მას “ფილოსოფოსი” უწოდა?
-საქმე იმასი კი არ არის რა თქვა მან, საქმე ისაა როგორ, სად და როდის გააკეთა მან ეს. არაფერი საშიში არ მომხდარა, ბოლო-ბოლო მას ასე პირველად ხომ არ უწოდეს? (იცინის)
-სხვა საქმეა მასკერანო. მან ხელფასის დაკლებაც არ იუკადრისა იმის გამო, რომ აქ ეთამაშა. ასეთი წადილი ხომ იშვიათობაა?
-მე პირველად მომიწია ასეთ რამესთან შეხება. მახსოვს “ატლეტიკსი” იყვნენ ბიჭები, რომლებიც კონტრაქტს ისე აწერდნენ ხელს არც კითხულობდნენ მას. პროფესიონალური ფეხბურთი კი სახუმარო საქმე არ არის. მე სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ფეხბურთელებთან გაცნობის შემდეგ, მათ მიზნებსი “ბარსა” აისახება.
-ესაუბრეთ ჩიკი ბეგირისტაინს? შემოგთავაზათ საკუთარი სამხახური?
-ის შვებულებაში იყო, მე პატივს ვცემ მის ამ უფლებას. ინტენსიური შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ მას ეკუთვნოდა დასვენება. მაგრამ მე მას აუცილებლად დავუკავშირდები, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.
-1 სექტემბერს თქვენ თქვით: “-ჩვენ გვყავს ის შემადგენლობა, რომელიც გვჭირდება”, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ეს ყველაზე მცირერიცხოვანი შემადგენლობაა, საკმარისი იქნება 19 ადამიანი?
-ციფრებმა არ მოგატყუოთ. ჩვენ გვყავს ახალგაზრდული გუნდიც, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ. პირველ გუნდში თამაშის “ლიცენზია” 19 ფეხბურთელს აქვს, მაგრამ ახალგაზრდებსაც ადვილად შეუძლიათ აქ თამაში. არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მათი პირველ გუნდში შეყვანა, ვინაიდან მათ თავის წარმოსაჩენად ძალიან მცირე შანსი ექნებოდათ. შევხედავ როგორი სიტუაცია იქნება დეკემბრისთვის, შეიძლება რომელიმე ჭაბუკი დავაწინაუროთ.
-უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ამჟამინდელი “ბარსელონა” ყველაზე არაუცხოური კლუბია, ეს რას ნიშნავს, არც ისე შორს არის ის დრო, როცა მთლიანად “ჩვენს გუნდს” ვიხილავთ?
-არამგონია. მთავარია რა იგულისხმება “ჩვენს გუნდში”. მესი ჩვენი აკადემიის აღზრდილია, მაგრამ როსარიოლია. იგივე სიტუაციაა ინიესტასთან დაკავშირებით. ძნელადსავარაუდოა, რომ ოდესმე ვიხილოთ “ბარსელონა”, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი კადრებით იქნება დაკომპლექტებული, “ბარსას” მოვალეობაა, რომ მოიწვიოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, ეს კი დიდი ბაზარია.
-ჩვენი სათამაშო სტილი, ეს უცვლელია?
-ეს ის არის, რაც ჩვენ განგვახსხვავებს. მაგრამ საჭიროა ბალანსირების ცოდნა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბარსა ჩვენ რაიკაარდმა დაგვიტოვა, მას შემდეგ, რაც მან გუნდი კრუიფის მემკვიდრეობიდან ჩაიბარა. რომ შევადაროთ ის გუნდები ერთმანეთს, რომლებმაც უემბლი დაიბყრეს 1992 წელს და ის, რომელმაც აიღო რომი ვიგრძნობთ საგრძნობ სხვაობას, მიზანი კი იგივე დარჩა. ყველაზე საინტერესო ეს ადგილია, ჩვენ მოვახერხეთ ცვენი უძველესი სათამაშო მანერის სენარჩუნება და მისი თანამედროვეობასთან შეგუება.
-მას შემდეგ, რაც გუნდი ანრიმ, იბრამ, ტურემ და ჩიგრინსკიმ დატოვეს გუნდი დადაბლდა. ეს პრობლემაა?
-როდესაც ფოტოსურათს უყურებ აშკარად ხედავ, რომ გუნდმა სიმაღლე დაკარგა. მიუხედავად ამისა გუნდი დაცვაში ისევე ძლიერად გამოიყურება, როგორც ინგლისელები, რომელტაც უფრო მეტად ფიზიკურად ძლიერი გუნდები ყავთ. შეიძლება რიგ შეხვედრებში ამის გამო საზღაური გაღება მოგვიხდეს, მაგრამ მაღალი ფეხბურთელები ვერავითარ გავლენას ვერ ახდენენ სტრატეგიულ დაცვის დროს.
-ვიქტორ ვალდესის ადგილი “ბარსელონური” კარის ჩარჩოში განხილვის საგანს არ წარმოადგენს. თქვენი წასვლის შემდეგ არ ცხრებოდა მეკარეებზე საუბარი და მგონი ბოლო-ბოლო ამაზე საუბრებიც შეწყდა. თქვენ გესახებათ ვალდესში საკუთარი მემკვიდრე?
-კი, იმიტომ რომ ვიცი, როგორი ჩანს ფეხბურთი მისი პოზიციიდან. მე ვიცი რას ნიშნავს იყო “ბარსას” მეკარე- ყოველთვის საუკეთესოს ითხოვენ შენგან. ძალიან აქტიურად შენი თამაშში ჩართვა ნიშნავს, რომ რისკავ. მე დღემდე მეკარის პოზიციიდან ვუყურებ ფეხბურთს, ვიქტორისათვის საკმაოდ მძიმე პერიოდები იყო, მის პიროვნებაში არის რაღაც ცივსისხლიანი. მე ვაღიარებ მას. მეც მიჭირდა. მაგრამ ვალდესმა ყველაფერს არაჩვეულებრივად გაართვა თავი.
-16 წლის შემდეგ თქვენ ისევ პეპის მხარდამხარ გიწევთ მუშაობა. თქვენ ყოველ დილით ხვდებით მას, მასსი გაკვირვებთ რამე?
-მას ყოველთვის აქვს მეტის მოპოვების წყურვილი, ცდილობს გაძლიერდეს. იგი გამუდმებით მომდევნო მეტოქეზე და მატჩზე ფიქრობს. იგი მე მაოცებს თავისი მიზანმიმართულებით და იმ სიახლოვით, რომელსაც იგი ფეხბურთელების მიმართ იჩენს, ამასტან დისტანციასაც არაჩვეულებრივად იცავს. თუ ძალზე დაუახლოვდება ის ფეხბურთელებს, მაშინ ისინი შეწყვეტენ მასში მოძღვრის დანახვას, თუ კი ძალიან დაშორდება, მაშინ სხვა პეპი გახდება, ისეთი როგორსაც არც მე ვიცნობ. შეინარჩუნო მსგავსი ბალანსი ძალიან რთულია.