“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთლმა, ევარისტომ დაასახელა კანდიდატურა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ხერარდო მარტინოს წასვლის შემთხვევაში.
“სკოლარი კარგი მწვრთნელია, მას უდიდესი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ადამიანია და მას გუნდში სამართლიანობის დამყარება მოუწევს. თუ “ბარსელონამ” ის გაიფორმა, ეს შესანიშნავი არჩევანი იქნება.” – თქვა ევარისტომ.
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, მარტინომ შესაძლოა კლუბი სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს და არგენტინის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.