workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო ფეხბურთს ემშვიდობება !

რივალდო ფეხბურთს ემშვიდობება !

რივალდომ ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე დღეს შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: “აცრემლებული თვალებით მინდა მადლობა ვუთხრა ღმერთს, ჩემს ოჯახსა და ყველა გულშემატკივარს, რომელიც 24 წლის განმავლობაში მამხნევებდა. დღეს ჩემს გულშემატკივრებს, მსოფლიოს გარშემო, მინდა ვაცნობო, რომ ჩემი, როგორც ფეხბურთელის ისოტრია დასარულს მიუახლოვდა.”

ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსას” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. მან “კამპ ნოუზე” ხუთი წელი დაჰყო (1997-2002). რივალდო კლუბში “დეპორტივოდან” 1997/98 წლების სეზონზე რონალდოს შეცვლის მიზნით გადმოვიდა. მაღალი და ძლიერი, მას ჰქონდა შესანიშნავი და იშვიათი საფეხბურთო თვისებები, გასაოცარი დრიბლინგი და ძლიერი დარტყმა.

ის არ გახლდათ ტიპური ცენტრ-ფორვარდი, მიუხედავად ამისა ბრაზილიელმა “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 253 მატჩში 136 გოლის გატანა შეძლო. ფეხბურთელს 1999 წელს ოქროს ბურთი გადაეცა. “ბარსელონასთან” ერთად რივალდომ ლა ლიგის მოგება ორჯერ შეძლო, ასევე ერთხელ აღმართა ესპანეთის სამეფო თასი და ევროპის სუპერ თასი. 

2002 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მოპოვებული მსოფლიო თასის შემდეგ რივალდომ კლუბი დატოვადა და “მილანში” გადაბარგდა. ამის შემდეგ კი მან არა ერთი ქვეყნის კლუბში ითამაშა. მათ შორის საბერძნეთში, ბრაზილიაში, უზბეკეთსა და ანგოლაში. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=RTyeCPLiMp8]

[media=http://www.youtube.com/watch?v=lWg167lwYac]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward