ვალიადოლიდში განცდილი მარცხის შემდეგ, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ დაკარგა არგენტინელი მწვრთნელისადმი ნდობა.
როგორც ესპანური პრესა იტყობინება, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხერარდო მარტინო სეზონის ბოლოს განთავისუფლდება. უკანასკნელი წვეთი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის იყო “ვალიადოლიდთან” მარცხი, პრიმერას ბოლო ტურში.
კლუბის ხელმძღვანელობა თანამშრომლობის გაგრძელებას მწვრთნელთან აღარ აპირებს, რომელიც მათი აზრით, მთავარი დამნაშავეა გუნდის მარცხში.
ცნობილია, რომ თავად მწვრთნელი კლუბთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა. შეგახსენებთ, რომ არგენტნელი სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი “ბლაუგრანასთან” გათვალისწინებულია 2015 წლამდე.