დღეს კატალონიის “ბარსელონას” მეორე გუნდმა სავარჯიშო სესია “სიუტატ ესპორტივაზე” არ გამართა და ფეხბურთელებმა “ბარსელონა ბ”-ს მეორე სტადიონზე ივარჯიშეს.
იქიდან გამომდინარე, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პირველი გუნდის ფეხბურთელების უმრავლესობა ნაკრებშია გამოძახებული და ამჟამად კატალონიაში სულ რამდენიმე ბარსელონელი იმყოფება, სავარჯიშო სესია “ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელებთან ერთად გაიმართა.
“ბარსელონას” პირველი გუნდიდან ვარჯიშში მონაწილეობა მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა მიიღო, ესენია: ადრიანო კორეია, იბრაჰიმ აფელაი, მარკ ბარტრა, კრისტიან ტელიო და მარტინ მონტოია.
