მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ტონი კროოსი, ევროპული ტოპ კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა.
შესაძლოა, რომ 24 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა კატალონიის “ბარსელონაში” ტრანსფერი განიხილოს, იტყობინება “El Mundo Deportivo” და “Kicker”.
შეგახსენებთ, ფეხბურთელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურება, ასევე ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამჟამად შეჩერებულია.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტონი კროოსისადმი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “არსენალი”, “ლივერპული” და “იუვენტუსი” იჩენენ.
შეგახსნებთ, რომ “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნის” კიდე ერთი ფეხბურთელით ტომას მიულერითაა დაინტერესებული.
გერმანული ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ტონი კროოსმა “ბაიერნის” მაისური 21 მატჩში მოირგო და მის ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გოლია.