პუიოლის კარიერის 10 საუკეთესო ეპიზოდი

პუიოლის კარიერის 10 საუკეთესო ეპიზოდი

მიმდინარე სეზონის ბოლოს, პირველ გუნდში გატარებული 14 წლის შემდეგ, კარლეს პუიოლი “ბარსელონას” დატოვებს. გთავაზობთ 10 საუკეთესო მომენტს მისი შესანიშნავი კარიერიდან.

  • 1999 წლის 2 ოქტომბერი. ლუის ვან გაალმა კარლეს პუიოლი “ვალიადოლიდთან” ათამაშა. ეს ფეხბურთელის დებიუტი იყო პირველ გუნდში. პუიოლი მოედანზე მე-2 ტაიმში, სიმაუს ნაცვლად შევიდა. იმ სეზონში, პუიოლმა 37 თამაში ჩაატარა.
  • 2000 წლის 21 ოქტომბერი. კარლეს პუიოლი 22 წლის იყო, როდესაც ლორენცო სერა ფერერმა მას “ელ კლასიკოში” თამაშის შანსი მისცა. პუიოლს “კამპ ნოუზე” “რეალის” ფორმით დაბრუნებული ლუიშ ფიგუს წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. კარლესმა შესანიშნავად ითამაშა და “ბარსამ” “რეალს” 2:0 მოუგო.

  • 2001 წლის 11 ნოემბერი. პუიოლმა პირველი გოლი იმ გუნდს გაუტანა, რომლის წინააღმდეგაც მისი დებიუტი შედგა. მარჯვენა მცველად მოთამაშე ფეხბურთელი შეტევაში ჩაერთო და სავიოლასთან ბურთის გათამაშების შემდეგ, თავი გოლით გამოიჩინა. ეს თამაშის მე-2 გოლი იყო, ხოლო “ბარსამ” 4:0 მოიგო.
  • 2002 წლის 23 ოქტომბერი. ჩემპიონთა ლიგაზე, მოსკოვის “ლოკომოტივთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, ლეგენდამ პუიოლზე ხორცი შეისხა. ამ მატჩში, რუსი ფეხბურთელების ერთ-ერთი შეტევის დროს, კარლესმა გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ჯეიმს ობიორას მეკარე ბონანო უკვე მოტყუებული ჰყავდა და მის წინ მხოლოდ პუიოლი იყო დარჩენილი, მაგრამ “ტარზანმა” მეკარეობას თავი შესანიშნავად გაართვა და მან ბურთი მკერდით მოიგერია. ის თამაში “ბარსამ” 1:0 მოიგო.
  • 2005 წლის 14 მაისი. “ბარსელონას” პირველ გუნდში გატარებული პირველი 5 წელი პუიოლისთვის უტიტულო იყო, მაგრამ ეს სიტუაცია 2004-05 წლების სეზონში შეიცვალა, როდესაც კარლესი გუნდს პირველად კაპიტნობდა. 14 მაისს, “ლევანტესთან” 1:1 თამაშის წყალობით, ფრან რაიკარდის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
  • 2006 წლის 17 მაისი. კარლეს პუიოლმა თავს ზემოთ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. პარიზში გამართულ დაუვიწყარ ფინალში კატალონიელებმა “არსენალი” 2:1 დაამარცხეს.

  • 2009 წლის 2 მაისი. ალბათ, პუიოლს არასდროს უთამაშია იმაზე უკეთ, ვიდრე 2009 წლის 2 მაისს, “ელ კლასიკოში”, “სანტიაგო ბერნაბეუზე”. როდესაც ანგარიში 1:1 იყო, კარლესის თავურმა “ბარსელონა” წინ გაიყვანა, რის შემდეგაც მან კაპიტნის სამკლაური მოიხსნა და მას აკოცა. ის ლეგენდარული თამაში “ბარსამ” 6:2 მოიგო.
  • 2009 წლის 19 დეკემბერი. “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო გუნდმა დაუვიწყარი 2009 წელი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებით დაასრულა. აბუ დაბიში, თავს ზემოთ თასი პირველმა სწორედ პუიოლმა აღმართა.

  • 2011 წლის 28 მაისი. მორიგი ტრავმის დროზე ადრე მორჩენის შემდეგ, პუიოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა. მან ჩემპიონთა ლიგის თასი მესამედ მოიგო და მისი აღმართვის უფლება ერიკ აბიდალს დაუთმო, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე მცირე ხნით ადრე ჰქონდა დამარცხებული.
  • 2013 წლის 19 ოქტომბერი. 220-დღიანი უქმობის შემდეგ, პუიოლმა მუხლის ტრავმა მოირჩინა და ის “ოსასუნასთან” გამართულ შეხვედრაში დაბრუნდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია